მთიელთა სალოცავები
1. პროექტის სახელი: ,,მთიელთა სალოცავები"
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია,აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის(ფშავ-ხევსურეთის,თუშეთის, ხევის, მთიულეთ-გუდამაყრის) მფარველ ჯვარ-ხატთა, წინაქრისტიანული ღვთაებების (ხახმატის, ანატორის, გუდანის, ლაშარის,ლომისას, კოპალასა და იახსარის) შესწავლა.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციების მქონე მთიელთა ეთნოგრაფიული ორიგინალობით გა- მორჩეული კუთხის ყოფა-ცხოვრების შესახებ.მოაწყობენ ექსკურსიებს და მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის მსოფლმხედველობისა და წარმოდგენების შესწავლა. გაარკვევენ მთის სალოცავთა წარმოშობის ისტორიას, მოიძიებენ თქმულებებს ,,ღვთიშვილთა"სახელწოდების შესახებ, დაადგენენ მათ გეოგრაფიულ მდებარეობას, ხუროთმოძღვრების ტიპს, გამოიკვლევენ სასწაულმოქმედ ხატებსა და ჯვრებს, ჯაჭვს, მოიძიებენ და დააკავშირებენ ლეგენდებს მხატვრულ ლიტერატურასთან, შექმნიან ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალას და განათავსებენ ერთ საიტზე, მოეწყობა ნახატებისა და ფოტონამუშევრების გამოფენა, შექმნიან ესეებსა და სტატიებს,ჩაიწერენ ინტერვიუებს, გააკეთებენ ჩანახატებს, ჩაიწერენ და შეადარებენ ღვთიშვილთა შესახებ გამოთქმულ სხვა- დასხვაგვარ თქმულება-ლეგენდებს,გაეცნობიან ადგილობრივთა დიალექტის თავისებურებებს,ჩაცმულობას, ჯვარ-ანგელოზთა სადიდებლად შექმნილ სასიმღერო ტექსტებს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასი: 14-17 წელი.( VIII-XII კლასი)
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის აპრილი, მაისი, ივნისი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: მოსწავლეებს დაევალებათ მასალის მოძიება აღნიშნული მხარის კულტურის, ტრადიციების,ისტორიისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ, კლასის გარეთ კი,მოძიებულ ინფორმაციას დაურთავენ ფოტომასალას, შექმნიან ფოტოალბომს, ნახატეს,ესეებს, მუსიკალურ ალბომს, მოამზადებენ სლაიდებს, შექმნიან ელექტრონულ ჟურნალს, მოაწყობენ საკუთარი ნახატებისა და ხელსაქმის გამოფენას, გაიმართება პოეზიის საღამო, თანატოლებს გააცნობენ საქართველოს მთიანეთის კულტურულ მემკვიდროებას,შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით მოაწყობენ პრეზენტაციებს.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას . გაეცნობიან მთიელთა ყოფის ამსახველ დეტალებს, ისწავლიან სამშობლოს სიყვარულს, ჩამოუყალიბდებათ პატრიოტული სული, მოაწყობენ გამოფენებს, პრეზენტციებს, შექმნიან დღიურებს,ბლოგს, ვიდეოფილმს, ელექტრონულ ჟურნალს.
8. სარგებელი სხვებისათვის:მოხდება მოძიებული მასალის გამოქვეყნება სხვადასხვა რაკურსში, მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საქართველოს კულტურასა და ისტორიას, შეისწავლიან მთიელთა ყოფა-ცხოვრებას, დაინახავენ უფლის ძლიერებას და ჩვენი წინაპრების მსგავსად განუმტკიცდებათ რწმენა ღვთისა, მოხდება მათში მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება, გაუღვივდებათ პატივისცემა ისტორიული მემკვიდრეობისადმი, მოუფრთხილდებიან ისტორიულ ძეგლებს, რომლის აღდგენა-დასუფთავების იდეას მივაწვდით მასწავლებლები და უკვე ზაფხულის პერიოდში ამ სასარგებლო საქმის შესრულების ბევრი მსურველი გამოჩნდება.მათ განუვითარდებათ ეროვნულ თავისებურებათა კვლევის უნარი, გაეცნობიან საქართველოს მთიანეთის ფოლკლორს, ადამიანთა ზნე-ჩვეულებებსა და ცხოვრების წესს, ისტორიულ ტრადიციებსა და სულიერი კულტურის მონაპოვრებს, ქართველ მთიელთა ინდივიდუალობისა და სულიერი ორიგინალობის მიზეზს მომავალ თაობებსაც გადასცემენ.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, საქართველოს ისტორიული წარსულის პატივისცემის უნარი, შეძლებენ ისტორიული ძეგლების მოკლე აღწერას (ისტორია).
შეისწავლიან ღვთისშვილთა-ანატორის, გუდანის, ხახმატის, ლაშარის, ლომისას, კოპალასა და იახსარის ჯვარ-ანგელოზთა წარსულს, ჩაიწერენ ინტერვიუებს, შექმნიან ესეებსა და ჩანახატებს, ლექსებს, დღიურებს (ქართული).
შეისწავლიან თითოეული კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებრივ პირობებს, ჰავას. ( გეოგრაფია).
შექმნიან ვებ-გვერდებსა და ბლოგებს .მოპოვებულ მასალას განათავსებენ ინტერნეტში (ინფორმატიკა).
შექმნიან ნახატებსა და მთიელთა ტრადიციისამებრ დაამზადებენ ნაქარგებს, შეისწავლიან მთაში აგებულ ეკლესიათა არქიტექტურას, ჯვარ-ანგელოზთა თემაზე შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს, ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური ხედვა. (ხელოვნება).
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან: აფხაზეთის მე-8 საჯარო სკოლა.
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლია ნონიაშვილი,თამარ მამუკაშვილი, ლალი სულაძე, დარეჯან ტატუაშვილი, თამარ შონია.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: l.noniashvili137@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: პროექტი: ,,მთიელთა სალოცავები"
15 .პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment